საიტზე განთავსებული რთული საინჟინრო კალკულატორების, მასშტაბური SVG ნახაზებისა და ფორმულების სპეციფიკიდან გამომდინარე, მობილური ვერსია შეზღუდულია.
სრულფასოვანი მუშაობისთვის, გთხოვთ, ესტუმროთ საიტს კომპიუტერით ან ლეპტოპით.
მოგესალმებით.
მე ვარ გია ხუციშვილი, ამ საიტის ავტორი. მოკლედ მოგიყვებით ჩემს შესახებ.
პროფესიით ვარ ინჟინერ-მშენებელი. წლების განმავლობაში ვმუშაობ შენობების პროექტირებაზე (კონსტრუქციული ნაწილი). მაქვს ბაკალავრის, მაგისტრისა და ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. ჩემი პროფესიული საქმიანობა დაკავშირებულია სამშენებლო კონსტრუქციებთან, საინჟინრო გამოთვლებთან და ტექნიკურ დისციპლინებთან.
ერთ მომენტში გამიჩნდა სურვილი მესწავლა WEB პროგრამირება — არა პროფესიის ან კარიერის შესაცვლელად, არამედ იმისთვის, რომ ჩემთვის პატარა დამხმარე პროგრამები შემექმნა.
ყოველდღიურ მუშაობაში ხშირად მჭირდებოდა სხვადასხვა ტიპის საინჟინრო გამოთვლები და ხელსაწყოები, რომლებსაც ინტერნეტში ვერ ვპოულობდი ან ჩემთვის მოსახერხებელი ფორმით არ არსებობდა.
ამიტომ დავიწყე ვებპროგრამირების სწავლა, დამოუკიდებლად, ინტერნეტის დახმარებით. ამ პროცესში თანდათან დავეუფლე სხვადასხვა ტექნოლოგიასა და ინსტრუმენტს, მათ შორის HTML-ს, CSS-ს, JavaScript-ს, PHP-ს, MySQL-ს, SQLite-ს და სხვა. ვიყენებ სხვადასხვა ბიბლიოთეკასა და პროგრამულ ხელსაწყოს, რომლებიც საიტის ფუნქციონირებისა და საინჟინრო გამოთვლების განხორციელებაში მეხმარება.
თავიდან ვწერდი მხოლოდ პატარა პროგრამებს პირადი გამოყენებისთვის. შემდეგ ნელ-ნელა დაემატა ახალი შესაძლებლობები — Ajax, SVG გრაფიკა, MathJax და სხვა ტექნოლოგიები. დროთა განმავლობაში პროგრამებიც უფრო მრავალფეროვანი გახდა და საიტმაც უფრო გამართული და ვიზუალურად საინტერესო სახე მიიღო.
როდესაც ვნახე, რომ ეს ხელსაწყოები მხოლოდ ჩემთვის არ შეიძლებოდა ყოფილიყო სასარგებლო, გადავწყვიტე საიტი სერვერზე ამეტვირთა და სხვებისთვისაც გამეზიარებინა.
მოგვიანებით დავიწყე სხვადასხვა საინჟინრო და საანგარიშო თეორიების, გამოთვლის მეთოდებისა და პრაქტიკული ალგორითმების დამუშავება და საიტზე დამატება.
საიტზე წარმოდგენილია სხვადასხვა ტექნიკური და მათემატიკური მიმართულება, მათ შორის მათემატიკა, ფიზიკა, მასალათა გამძლეობა, გრუნტების მექანიკა, სამშენებლო კონსტრუქციები და კონსტრუქციების პროექტირება.
fizmath.ge-ის ერთ-ერთი მთავარი იდეა ისაა, რომ მომხმარებელი მხოლოდ „მშრალ ტექსტზე“ არ იყოს დამოკიდებული. თითოეულ თემას თან ახლავს დინამიკური SVG გრაფიკები და ვიზუალიზაციები, რათა:
● ფორმულები უფრო გასაგები გახდეს,
● თეორია ვიზუალურად აღიქმებოდეს,
● და სწავლა უფრო ცოცხალი პროცესი იყოს.
ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ შეიქმნა fizmath.ge და მისი განვითარება დღემდე გრძელდება.
ამჟამად ვსწავლობ Python-ს. მომავალში მინდა მისი შესაძლებლობები გამოვიყენო fizmath.ge-ის განვითარებისთვის და შევქმნა მცირე, სპეციალიზებული ხელოვნური ინტელექტისა და საინჟინრო ამოცანებზე ორიენტირებული ხელსაწყოები. ჩემი მიზანია, ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები გამოვიყენო კონკრეტული საინჟინრო და საგანმანათლებლო ამოცანების გადასაჭრელად.
იმედი მაქვს, დროთა განმავლობაში fizmath.ge კიდევ უფრო სასარგებლო რესურსად ჩამოყალიბდება — როგორც მათთვის, ვისაც ტექნიკური და საინჟინრო დისციპლინების სწავლა სურს, ისე მათთვის, ვისაც პრაქტიკაში ყოველდღიურად სჭირდება მათემატიკა, ფიზიკა და საინჟინრო გამოთვლები.
თუ საიტზე რაიმე შეცდომას ან ტექნიკურ ხარვეზს შენიშნავთ, ან თუ გაქვთ ახალ თემებთან დაკავშირებით იდეა ან მოსაზრება, შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარებში, რომელიც ყველა გვერდზეა ხელმისაწვდომი, ან მომწეროთ ქვემოთ მოცემულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე. ვცდილობ, მასალები და ინსტრუმენტები მუდმივად იხვეწებოდეს.
საიტი ძირითადად შექმნილია პერსონალური კომპიუტერებისთვის, რადგან საიტზე არსებული დიდი ზომის SVG გრაფიკების მობილურ ტელეფონებსა და პლანშეტებზე პრაქტიკული გამოყენება ყოველთვის მოსახერხებელი არ არის.
გმადლობთ.
ჩემი ელექტრონული ფოსტის მისამართი: fizmath.ge@gmail.com